წყნეთის მოსახლეობის ნაწილი ყაჩაღური თავდასხმების გახშირებაზე ალაპარაკდა.

,,რამდენიმე თვის წინ  წყნეთში გაცილებით მეტი საპატრულო მანქანები მოძრაობდა, ვიდრე ახლა. არ ვიცი რატომ მაგრამ  მათი რიცხვი  ბოლო რამდენიმე კვირაა შემცირდა“  – აცხადებს ერთერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

მოსახლეობის განცხადებით, ასეთ დროს საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა  უნდა იზარდებოდეს, თუმცა დღეს წყნეთში  მათი რიცხვი მცირდება და ამით ადგილობივი მოსახლეობა ზარალდება. აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით, ,,კომერსანტი“ შინაგან საქმეთა სამინისიტროს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 2014-03-06

წყარო: commersant.ge