წეროვანის მოსახლეობა სოფელში 2011 წელს აშენებული სათბურების გაჩერების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც წეროვანში მცოხვრები მოსალხეობა news.ge-სთან საუბრისას აცხადებს, დღევანდელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა იმ სათბურების მუშოაბა, რომელიც 2011 წელს, წინა მთავრობის დროს, 5 ჰექტარზე აშენდა და სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

ისინი უკმაყოფილებას გამოთვამენ იმის გამო, რომ ათეულობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, რომელიც ზოგ შემთხვევაში, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

წეროვანის ერთერთმა მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა,  განაცხადა, რომ დღეისათვის წეროვანში 6 საწარმოა გაჩერებული.

სათბურები სახელმწიფოს დაფინანსებით 2011 წელს აშენდა, რომლის მშენებლობაზე ასეულობით ადამიანი იყო დასაქმებული. მისი ამოქმედების შემდეგ სათბურებში ადგილობრივი მოსახლეობა და დევნილები დასაქმდნენ

11.04.14

წყარო: news.ge