თბილისში ბოლო პერიოდში სერიოზულ პრობლემად იქცა გადათხრილი, ასფალტ და ბორდიურ აყრილი ქუჩები. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს ქუჩები უკვე თვეებია არ კეთდება.

,,კომერსანტის“ რედაქციაში თბილისის მცხოვრებლებმა დარეკეს და სხვადასხვა უბნებიდან ინფორმაციები მოგვაწოდეს.  მათი ინფორმაციით, უკიდურესად რთული მდგომარეობაა ვერაზე,  გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც მთელი გზა მაისის თვიდან გადათხრილია, ასევე, თვეებია ასფალტი აყრილია დიდუბეში, ვანის ქუჩაზე  და ჩუღურეთის რაიონში,  დადიანის გამზრის ქუჩებზე.  ასევე, მოგვმართეს ტაშკენტის ქუჩიდანაც, სადაც მოსახლეობა აცხადებს, რომ ტროტუარების აყრის გამო სამანქანო გზაზე სიარული უწევთ.

ეს მხოლოდ იმ ქუჩების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ,,კომერსანტის’’ რედაქციას აცნობეს.  უფრო მასშტაბური პრობლემები აღმოვაჩინეთ თავად მერიის ვებგვერდზე –chemikucha@tbilisi.gov.ge  სადაც თბილისის თითქმის ყველა უბნიდან მერიას საჩივრებს უგზავნიან.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ ვერ ხერხდება თვეობით ქუჩების მოწესრიგება?  რაშია პრობლემა – თბილისის მერიის უუნარობაში თუ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში?

თავდაპირველად  მერია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს მიერ  მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუსაოებზე მუთითებდა და აცხდებდა, რომ მათი მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებდნენ გზის საფარის დაგებას.

–         ,,კომერსანტი“  კომაპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-საც დაუკავშირდა და გაარკვია, რომ დიდუბის რაიონში მდებარე ვანის ქუჩაზე, წყალსადენის ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაცია „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაასრულა. რაც შეეხება მთაწმინდის რაიონში მდებარე გოგებაშვილის ქუჩას და ცოტნე დადიანის ქუჩის იმ მონაკვეთს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს, აქ ხანდაზმული მიწისქვეშა კომუნიკაციების ახლით შეცვლა კომპანიამ აგვისტოს ბოლოს დაასრულა.

წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო ქონდა მერიას გზის საფარის მოსაწესრიგებლად, თუმცა ქუჩები რემდე გადათხრილია.

ამ საკითხით ,,კომერსანტმა“ თბილისის მერიას ხელმეორედ მიმართა, რის შემდეგაც  კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ჰამლეტ ჟიჟიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა.

დადიანის ქუჩასთან დაკავშირებით  ჟიჟიაშვილი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი თუ რომელი კომპანია და რა ვადებში აიღებს აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის დაგების ვალდებულებას. იგი განმარტავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „სანდომშენსერვისს“ დისკვალიფიკაცია მიეცა, ახლა დავების საბჭო მის სარჩელს განიხილავს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც მიიღებს, თუ დავების საბჭო მერიის მხარეს გაამართლებს, ახალი ტენდერი გამოცხადდება, კომპანიის გამართლების შემთხვევაში კი კომპანია მუშაობას 2-3 დღეში დაიწყებს.

რაც შეეხება ვანის ქუჩას, კომპანია, რომელმაც სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაატაროს, 14 ნოემბერს გამოვლინდა და მუშაობას 24 ნოემბერს დაიწყებს. სამუშაოების ჩასატარებლად მას 45 დღიანი ვადა მიეცემა.

ჟიჟიაშვილის თქმით,  გოგებაშვილის ქუჩაზე მუშაობა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უკვე დაასრულა და გზას მერიის კონტრაქტორი კომპანია აგებს, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე აქვს.

ამ ინტერვიუდან  მეორე დღეს დაანონსდა, რომ თბილისის მერი გოგებაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად მიდიოდა, თუმცა ეს უარესი აღმოჩნდა გოგებაშვილის მცხოვრებლებისთვის, რადგან ნარმანიას მისვლამდე გოგებაშვილზე დილიდან მუშაობა დაიწყეს ბრიგადებმა და მერის მოსვლამდე სველ საფარზე სახელდახელოდ დააგეს ნახევარი ქუჩა.

,,3 თვეა ერთი მეტრიც არ დაგებულა და უცბად 21 ნოემბერს დილიდან მოვიდნენ ბრიგადები და წვიმაში დაიწყეს ასფალტის დაგება, რამდენიმე საათში მაყაშვილიდან ბელინსკამდე ქუჩა უკვე დაგებული იყო, გაგვიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდით… ცოტა ხანში ნარმანია ტელევიზიებთან ერთად მოვიდა.  ასფალტი საშინელი დაგებულია, ალბათ ერთი თვეც ვერ გაუძლებს“, – აცხადებს გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრები.

,,კომერსანრტი“ სამივე ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ბოლომდე დააკვირდება და ასევე, გააშუქებს თბილსის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოების პროცესს.

წყარო:  commersant.ge     24.11.2014