2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

ირაკლი ალასანია

დაპირება #14: ჩვენ მილიარდიან ინვესტიციას ჩავდებთ სოფლის მეურნეობაში

კომენტარი
ჩვენ მილიარდიან ინვესტიციას ჩავდებთ სოფლის მეურნეობაში, გავმართავთ წელში სოფლის მეურნეობას, დავიბრუნებთ როგორც შიდა ბაზარს, ასევე ჩვენს ტრადიციულ ბაზრებს. სრულად »

დაპირება #18: ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონზე მეტი ჩაიდება

კომენტარი
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონზე მეტი ჩაიდება. აღდგება და შეიქმნება ახალი საწარმოები. სრულად »

დაპირება #31: ყველა სოფელში იქნება უფასო ბაგა-ბაღი

კომენტარი
ყველა სოფელში იქნება უფასო ბაგა-ბაღი, თანამედროვე სკოლა და სახელმძღვანელოების ნაწილი იქნება უფასო. ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. აქ არის ჩემი წინაპრების და ჩემი სახლი. სრულად »

დაპირება #33 ყველა სოფელში უნდა იყოს მინიმუმ დაწყებითი კლასის სკოლები

კომენტარი
დახურული სკოლების უნდა აღდგეს, ყველა სოფელში უნდა იყოს მინიმუმ დაწყებითი კლასის სკოლები იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ განათლებას აძლევს ჩვენს შვილებს, არამედ აკავებს მოსახლეობას რეგიონებში. სრულად »

დაპირება #50: ზუგდიდში აშენდება კავკასიის რეგიონის მასშტაბის სამედიცინო ცენტრი

კომენტარი
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონზე მეტი ჩაიდება. აღდგება და შეიქმნება ახალი საწარმოები. ზუგდიდში კავკასიის რეგიონის მასშტაბის სამედიცინო ცენტრი  აშენდება. აქ, მკურნალობა ზუგდიდელებისთვის იქნება უფასო. სრულად »

დაპირება #68 ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რუსეთის ბაზრის დაბრუნება

კომენტარი
მოდით, ვთქვათ სიმართლე: გვინდა, ფეხზე დადგეს სოფლის მეურნეობა? მაშინ ქართული პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე! სრულად »