გურიაში, თითმის ყველა ოჯახის პატრონს მანდარინის დანახვა აღარ უნდა – მეისპო და დეიქცა მაგის ჯიში, რაფერსც ჩვენ დაგვღუპა და დაგვაქციაო! ოზურგეთში, ჭანიეთელი მეციტრუსეების საწუხარი წყლის წვეთივით ჰგავს დანარჩენი სოფლების საწუხარს – სისხამ დილიდან გზაზე დაყინული ხალხი ან მანდარინის ჩაბარებას ელის, ან დამქირავებელს, რომელიც მანდარინის გადარჩევაში დაიხმარს.

ნელი შაშიაშვილი: ნეტა სულ არ დაგვეკრიფა და დაგვეტოვებინა ხეზე, მუშას მაინც დავიქირავებდით. ზოგმა კი იხმარა ჭკუა და დატოვა ნაყოფი ხეებზე, მარა ზოგს გულმა არ უქნა და თავისი ნაშრომი ვითომ დააბინავა. მარა რა მნიშვნელობა აქვს ნაყოფი სარდაფში დალპება თუ ხეზე? ზოგმა თავის ნაშრომ-ნაჯაფარს ხევში გადაუძახა. ზოგი კიდე ისე განერვიულებული საწვავის ყიდვის საშუალება არ აქვს, თორემ ჩაასხამს ბენზინს ,,დრუჟბაში” და დახერხავას ხეებს. გათბება მაინც. გაზი ჩვენ არ გვაქვს და შეშა!

დაგვპირდნენ გაზს გამოგიყვანთო, მაგრამ ესეც ტყუილი გამოდგა.

–         აბა, მანდარინი რუსეთში გადისო?

ნელი შაშიაშვილი:  რუსი ისეთია, თუ კარგად არ შეისწავლე, გარანტია არ მიიღე, მტერი ენდოს. ერთი ბიზნესმენი უკვე დაღუპეს, – კაცმა ბანკის ვალი აიღო, გადაყვა მანდარინის არჩევას. სოფელ ნატანებში სულ დარჩეული დაკრიფა, გაგზავნა მოსკოვში და შარი მოუდეს, – წესიერად დაწყობილი არ გქონდათ და დამპალი ჩამოვიდაო! რა, იმ კაცმა ის არ იცოდა მანდარინი როგორ ჩაეწყო ყუდებში და როგორ გაეგზავნა?! აი, ასეა ჩვენი საქმე.

20.01.14

წყარო: კვირის პალიტრა