0dba295e6f566e2373aa6a950a670e93  საქართველო ორი მიზეზით განიცდის რეგრესს – ერთი დემოკრატიის გზიდან გადახვევაა, მეორე კი – ივანიშვილის განცხადება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის წევრმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ ევროპულ გამოცემა EurActiv-თან განაცხადა.
“საქართველო ორი მიზეზით განიცდის რეგრესს. ერთი მიზეზი დემოკრატიის გზიდან გადახვევაა, რაც გამოწვეულია სასამართლო დევნით, ოპოზიციის წევრთა დაკავებით, მათ შორის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შერჩევითი სამართლის გამოყენებით. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ივანიშვილმა ამას წინათ რეალური სახე დაგვანახა, როცა განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს”, – განაცხადა იაცეკ ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავება შერჩევითი იყო, რადგან თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველას დადანაშაულება უნდა, მაშინ ქვეყნის ნახევარი უნდა დააპატიმრონ.
“მაგრამ მათ მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით შეარჩიეს კონკრეტული პიროვნება და არა – მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის”, – დასძინა ევროპარლამენტარმა.

20-09-2013      

წყარო:  interpressnews.ge