რაც შეეხება ქარხნებს და ეკონიმიკას, ეს არის ჩემი ძირითადი საზრუნავი. საუბედუროდ ეკონიმიკა არის ძალიან ინერტული, ამას თვეები არ ყოფნის, ამას ჭირდება დრო. გუშინაც და გუშინწინაც თათბირი მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი კრედიტი გაიცემა დამატებითი ქარხნების შესაძენად. როგორც ვაცხადებდი  არჩევნების პროცესში, მინიმუმ 60 ქარხანა წლის ბოლომდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ. რეგიონში ერთი ქარხანა მაინც, თბილისში არ ვიცი რამდენი მოუწევს.

გადაცემა სპექტრი 30 05 2013

ინფორმაცია ქარხნების მშენებლობის, ან ახალი საწარმოების გახსნის შესახებ ჩვენ ვერ მოვიძიეთ,  პრემიერ მინისტრმა კი, 03/07/13-ის პრესკონფერენციაზე, განაცხადა შემდეგი: 

სურვილი იყო და დღეს არის, რომ ერთ საარჩევნო რეგიონში ერთი საწარმო მაინც ყოფილიყო. ვერ ვახერხებთ, რამდენიმე რაიონში ამის გაკეთებას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესმენთან, რომ დავაინტერესოთ ასეთ რეგიონებშიც ერთი ახალი საწარმოს დაფუძნებით. წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ 60-ის ნაცვლად 100-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება. ოპონენეტები ხშირად საუბრობენ, თუ სად არის დაპირებული საწარმოები. ეს სპეკულაციაა, თუ გავითვალისწინებთ, რა სჭირდება საწარმოს დაფინანსებას, ჩამოტანას და გაშვებას, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენ მოვახერხებთ 100-ზე მეტი ახალი საწამოს დაფინანსებას.

პრესკონფერენცია03.07.13