04.06.12-interviu-bidzina-ivanishviltan

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა მოვსპობთ მონოპოლიებს, ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ. დაინახავთ, როგორ შემცირდება გაზის ფასი, სადაც, როგორც მე ვიცი, ესენი წილში ზიანს…

კვირის ქრონიკა 4.06.2012

საწვავის ფასი, 2-5 თეთრით გააძვირა „ლუკოილმა”. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან „ლუკოილის” ქსელში ევრო სუპერის ღირებულება 2.18 ლარია, მაშინ როდესაც გუშინ მისი ფასი 2,15 ლარი იყო. კომპანიის ქსელში, პრემიუმ ავანგარდის ტიპის საწვავი გაძვირებულია 2 თეთრით და დღეიდან მისი ფასი 2.12 ლარადაა განსაზღვრული. 5 თეთრით გააძვირა კომპანიამ ევრო რეგულარი (2.00 ლარი) და ევრო დიზელი (2.15).

რაც შეეხება ბაზრის სხვა მოთამაშეებს, „ვისოლში” განმარტავენ, რომ მათ ქსელში კორექტირებული ფასები ძალაში 20 ივლისიდან შევიდა, ხოლო რაც შეეხება „გალფის” ქსელს, როგორც კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საწვავის ფასის კორექტირება 17 მაისის შემდეგ აღარ მომხდარა.

24.07.13    ghn.ge

საწვავის ქართულ ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკა გრძელდება. კომპანია “ლუკოილის” ქსელში ბენზინზე ფასები 2 დან 5 თეთრამდე გაიზარდა.

“გალფის” ბენზინგასამართ სადგურებზე კი 7- დან 10 – თეთრამდე მატება დაფიქსირდა. “ვისოლმა” კი საწვავი მხოლოდ 5 თეთრით გააძვირა.

ნავთობიმპორტიორების შეფასებით, ფასების მატება საერთაშორისო დინამიკას უკავშირდება.

24-09-2013    ambebi.ge