გადასახადები შეუსაბამობაში მოდის მოსახელობის შემოსავლებთან და ეს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დაბალანსებული. ის, რომ ელექტროენერგია ევროპული საშუალო ფასია და ის, რომ გაზის გადასახადი ევროპულს უთანაბრდება ლამის, აი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ,,ტრუბა“ გადის ჩვენს ტეიროტიაზე. გარდა ამისა, ძალიან დაბალ ფასში ვყიდულობთ ჩვენ გაზს აზერბაიჯანისგან, კომერციული ფასი არის ძალიან დაბალი და ეს ყველაფერი რომ ერთად დავაჯგუფოდ, ალბათ უკეთეს შემთხვევაში მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი. რა თქმა უნდა სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან, მე ეხლა კონკრეტულ ციფრებს ვერ დავასახელებ, რასაც ჩვენი მოსახლეობა ითხოვს. ამას შესწავლა სჭირდება.

ტელეხიდი მოსახლეობასთან. TV9 16.09.12

11.06.12-ivanishvilis-interviu-asaval-dasavalsh-telasii

თუმცა, იმის მიუხედავად, “თელასს” ვიყიდი თუ არა, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ელექტროენერგიის და გაზის გადასახადი აუცილებლად დაიწევს! დღეს ადამიანს სახლში ქვითარს რომ მიუტანენ, გული უსკდება და დახედვის ეშინია. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ადამიანებს ქვითრის მოსვლის აღარ შეეშინდებათ, რადგან სამსახურიც ექნებათ, შემოსავალიც და გადასახადის გადახდის უნარიც!

ასავალ-დასავალი 11.06.12

ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 10%-ით შემცირებული გაზის ტარიფით საქართველოს მოსახლეობა დღეიდან ისარგებლებს.
“დაწყებულია ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა და ჩვენ აუცილებლად ყველა დანაპირებს შევასრულებთ”, – აღნიშნა კახი კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და იგი სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის.

01.03.2013  www.ambebi.ge

ბიძინა ივანიშვილი: ტარიფების განახევრება, რასაც ველოდი, არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით.

22.11.2012 პრესკონფერენცია


რაც შეეხება გაზის ტარიფს, ჩვენ გაზს ვყიდულობთ ძალიან იაფად აზერბაიჯანიდან, ჩვენ ვყიდულობთ გაზს 145 დოლარად. იქ ჟურნალისტმა დამისვა კითხვა რომ თქვენ 145 დოლარად ყიდულობთ და ჩვენ შიგნით ვყიდულობთ 120 დოლარადო. დღეს ბატონმა ალიევმა განმიმარტა, რომ 120-ად არა უკვე 130-ად ვყიდით შიგნითო. 130 დოლარად თავისავე ქვეყანაში იყიდება გაზი და 145-ად გვაძლევენ ჩვენ, რისთვისაც მე როცა ოპოზიციაში ვიყავი მაშინაც გამოვთქვამდი მადლიერებას და დღესაც გამოვხატავ აზერბაიჯანიოს სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად მე კითხვა ტარიფის დაკლებასთან დაკავშირებით აღარ დამისვამს, მე მას მადლობა გადავუხადე. გაზის დაკლებასთან დაკავშირებით უნდა მოვძებნოთ რეზერვები შიგნით, შეიძლება დიდი რეზერვები არ არსებობს, მაგრამ შიგნითვე უნდა გავაგრძელოთ ძიება რეზერვების და უახლოეს დღეებში ამას გავარკვევთ.

შეხვედრა არტურ რასიზადესთან 26.12.12

გაზს მართლა ძალიან იაფად ვყიდულობთ და ეს აზერბაიჯანთან ჩვენი მეგობრული და კომერციული ურთიერთობების შედეგია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოს. თუმცა რაღაც ასპექტში ჩვენ მაინც განვიხილავთ კიდევ კორექტირებას, არა პრინციპულს, აქ დიდი თადარიგი აღარ გვაქვს იმისა, რომ ბევრად გაიაფდეს გაზი. თუ საერთოდ მოვახერხეთ, სიმბოლურად შეიძლება გაიაფდეს და ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ვიზიტთან. ძალიან კარგ ფასში ვყიდულობთ გაზს აზერბაიჯანისგან და ის, რომ ტარიფის დაწევა ვერ მოვახერხეთ, ვსწავლობთ და ყველაფერი საზოგადოებისთვის იქნება გამჭვირვალე, როგორ მოვახერხებთ ტარიფის დაკლებას.

პრესკონფერენცია  24.12.12