გამარჯვებისთანავე, საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” განახორციელებს პროგრამას ღირსეული დასაქმება ყველას, რაც გულისხმობს:

• რეგიონებში ათასობით საწარმოს შექმნას

• სამართლიან შრომის კოდექსს

• ევროპული სტანდარტების პროფესიულ კავშირებს

• მონოპოლიის გაუქმებას

• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას

• ინვესტიციებს, რომლებიც რეალურად შექმნის სამუშაო ადგილებს

• ადგილობრივი კადრების დასაქმების უპირატესობას

ჩვენ ვიცით რეალურად როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება.

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა ხალხი ხელისუფლებას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წლის პირველ კვარტალში 42 100 –ით შემცირდა.

სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 470 000 ადამიანი იყო დასაქმებული, მეორე კვარტალში 503 100, მესამე კვარტალში 516 600, ხოლო მეოთხე კვარტალში 527 800 ადამიანი. 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 485 700 ადამინი იყო დასაქმებული. 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 42 100–ით შემცირდა. 2013.06.05

netgazeti.ge