ბიძინა ივანიშვილი: ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რისი გაკეთებაც შესაძლებელია. რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, რასაც გპირდებით ჩვენ და აუცილებლად შევძლებთ კიდეც.

გამარჯვებისთანავე კოალიცია ,,ქართული ოცნება” დასაქმების პროგრამას აამოქმედებს:

-ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარებას

-ინვესტიციების მოზიდვას

-განათლებისა და კვალიფიკაციის გაზრდას

თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაოს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წლის პირველ კვარტალში 42 100 –ით შემცირდა.
სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 470 000 ადამიანი იყო დასაქმებული, მეორე კვარტალში 503 100, მესამე კვარტალში 516 600, ხოლო მეოთხე კვარტალში 527 800 ადამიანი. 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 485 700 ადამინი იყო დასაქმებული. 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 42 100–ით შემცირდა. 2013.06.05

netgazeti.ge