ინტერვიუ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერს დავით ონოფრიშვილთან

ერთ–ერთი პრინციპული საკითხია პენსიების თემა. საქართველოში საარსებო მინიმუმი, ხელისუფლების გათვლით, 160 ლარს შეადგენს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პარამეტრი შემცირებულია. არსებული ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პენსიები საარსებო მინიმუმის ტოლი გამხდარიყო. ეს 160 ლარი, დაახლოებით, ის 100$–ია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა პენსიონერებს უკვე 8 წელია პირდება. რეალურად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება.

ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%–ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200–220 ლარის ფარგლებშია. ამის დათვლას სწორი მეთოდოლოგია სჭირდება, ამიტომ საწყის ეტაპზე პენსია დღევანდელი საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება, ხოლო მეთოდოლოგიის შეცვლისა და რეალური გათვლების მიღების შემდეგ, პენსია რეალური საარსებო მინიმუმის ტოლი გახდება.

commersant.ge   02.06.2012

  საარსებო მინიმუმი 5 ლარით შემცირდა

„საქსტატის” ინფორმაციით, ივლისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 144,8 ლარი შეადგინა, რაც ივნისის მაჩვენებელზე – 149,7 ლარზე თითქმის 5 ლარით ნაკლებია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,7 ლარით ნაკლები. აღსანიშნავია, რომ ივლისში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 128,2 ლარს შეადგენდა (ივნისში – 132,6 ლარი ), საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 242,8 ლარს (ივნისი -251,1 ლარი). ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 205,1 ლარით განისაზღვრება, სამსულიანისა – 230,8 ლარით, ოთხსულიანისა – 256,4–ით, ხუთსულიანის – 288,5 ხოლო ექვს– და მეტსულიანისა – 341,1ლარით.

frontnews.ge     15/08/13