საპენსიო რეფორმა, სოციალური რეფორმა ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება იმ გეგმით, რომელიც ჩვენ ერთად ქართულმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ შევიმუშავეთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღესვე ის რეფორმა რომ განხორციელდეს, დღეს პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს იქნება მინიმალური, ამას დაემატება წელთა ნამსახურეობა, რომლითაც ადამიანები ზოგი 45, 50, 30 წელი ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა მათ მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ. სწორედ ამიტომ, სოციალური სამართლიანობის პრინციპი განსაზღვრავს იმ სტრატეგიას რაც აირჩია ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ.
შეხვედრა ოზურგეთის მოსახლეობასთან 24.05.2012
1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაიზრდება. გახდება –150 ლარი; ინვალიდობის პენსია 70 ლარი გაიზრდება. გახდება –100 ლარი; მარჩენალდაკარგულების პენსია 55 ლარი გაიზრდება. გახდება –100 ლარი; პოლიტ რეპრესირებულების პენსია 55 ლარი გაიზრდება. გახდება – 100 ლარი;     facebook

ნოდარ ხადური: ,,2014 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა ჯერჯერობით არაა გათვალისწინებული”
15-10-2013
www.droanews.ge