ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ის ჩვენს ქვეყანაში ათეულობით ათასი იქნება. გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესი, უსაფრთხო გარემო ექნებათ უცხოელ ინვესტორებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.
ივანიშვილის გამოსვლა გორში 15.07.12

ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოსახლეს საკუთარი შრომის რეალიზება პროფესიის მიხედვით შეეძლება. უნდა მოვახერხოთ და საქართველოს ყველა მოქალაქე დავასაქმოთ. ამისთვის ჩვენ გაწერილი გვაქვს გეგმა.

შეხვედრა ოდიშში 12.06.12

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წლის პირველ კვარტალში 42 100 –ით შემცირდა.
სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 470 000 ადამიანი იყო დასაქმებული, მეორე კვარტალში 503 100, მესამე კვარტალში 516 600, ხოლო მეოთხე კვარტალში 527 800 ადამიანი. 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 485 700 ადამინი იყო დასაქმებული. 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 42 100–ით შემცირდა. 2013.06.05  netgazeti.ge
მე გპირდებით, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, პირველ წელიწადს არ მოხდება, რომ ყველამ სამსახური იშოვოს, ამის ილუზია ნუ შეგვექმნება, მაგრამ მეორე წელიწადს უკვე იგრძნობს მოსახლეობა და თითოეული მოსახლე. სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ განუხრელი ბრძოლის შემდგომ ვიგრძნობთ, რომ დავასაქმოთ საქართველოს თითოეული მოსახლე.  12.08.12 შეხვედრა ბაღდათში