2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

სოცუზრუნველყოფა

დაპირება #5: გაზის საფასური შემცირდება 3-ჯერ

კომენტარი
ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ,,ტრუბა“ გადის ჩვენს ტეიროტიაზე. მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი.          სრულად »

დაპირება #13: ექსპერტების გათვლებით რეალური საარსებო მინიმუმი 200–220 ლარის ფარგლებშია

კომენტარი
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%–ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200–220 ლარის ფარგლებშია. სრულად »

დაპირება #60: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეიძლება მოხდეს უფრო ადრე. მე მაქვს ამის პროგრამა

კომენტარი
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეიძლება მოხდეს უფრო ადრე. მე მაქვს ამის პროგრამა და ძალიან ბევრს ვსაუბრობ განსაკუთრებით უცხოელებთან და გუშინაც ძალიან სერიოზული საუბარი გვქონდა. სრულად »

დაპირება #64: მოსახლეობას იპოთეკური სესხების პრობლემას მოვუგვარებთ

კომენტარი
ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. სრულად »

დაპირება #71 მეტალურგები მიიღებენ კუთვნილ ხელფასებს

კომენტარი
მე სიტყვას ვაძლევ ჩვენს მეტალურგებს, რომ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას და თქვენ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ხელფასებს! სრულად »

დაპირება #76: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულთა პრობლემები პირველი რიგის ამოცანა იქნება

კომენტარი
ჩვენ მოვალთ და აუცილებლად პირველი ტიპის პრობლემებში ჩავსვამთ მათ საკითხს და უახლოეს დროში გადავუწყვიტავთ პრობლემებს. სრულად »