2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

პენსიები

დაპირება #11: დაახლოებით 250 -300 ლარი გახდება პენსია გარკვეული ჯგუფებისათვის

კომენტარი
მინიმალური პენისა გახდება 220 ლარი! გარდა ამისა ყველა ის საპენსიო დანამატი, რაც გააუქმეს ნაციონალებმა დაემატება: ომის ვეტერანობის, ინვალიდობის, ობლობის და ასე შემდეგ. დაახლოებით 250 -300 ლარი გახდება პენსია. სრულად »

დაპირება #12: პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია

კომენტარი
ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია. სრულად »

დაპირება #61: გაორმაგდება უკიდურესად გაჭირვებულთათვის სოციალური დახმარების ოდენობა

კომენტარი
კოალიციის საპენციო პოლიტიკა სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. სრულად »