2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

ჯანდაცვა

დაპირება #47: სრულად დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა

კომენტარი
”ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული ახალი სადაზღვეო სისტემით სრულად დაფინანსდება  კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის ონკოლოგიური  დაავადებების თერაპიული თუ ქირურგიული მკურნალობა სრულად »

დაპირება #48: დაფინანსდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა

კომენტარი
გამარჯვებისთანავე კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული ახალი სადაზღვეო სისტემით სრულად დაფინანსდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თერაპიული თუ ქირურგიული მკურნალობა. სრულად »

დაპირება #50: ზუგდიდში აშენდება კავკასიის რეგიონის მასშტაბის სამედიცინო ცენტრი

კომენტარი
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონზე მეტი ჩაიდება. აღდგება და შეიქმნება ახალი საწარმოები. ზუგდიდში კავკასიის რეგიონის მასშტაბის სამედიცინო ცენტრი  აშენდება. აქ, მკურნალობა ზუგდიდელებისთვის იქნება უფასო. სრულად »

დაპირება #51: უფასო ჯანდაცვა

კომენტარი
ჩვენი დევიზია უფასო ჯანდაცვა ყველას! ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს ექნება სამედიცინო დაზღვევის უფრო ყოვლისმომცველი პაკეტი, ვიდრე ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სრულად »

დაპირება #53: დაფინანსდება დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა

კომენტარი
დაფინანსდება სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამები: დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა. სრულად »

დაპირება #54: სრულად დაფინანსდება გულის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება

კომენტარი
სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური  პაკეტით სრულად დაფინანსდება: მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა); ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის გულის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება); სრულად »

დაპირება #57: გაორმაგდება დიაბეტის პროგრამის დაფინანსება

კომენტარი
გაორმაგდება შემდეგი პროგრამების დაფინანსება: დიაბეტის პროგრამა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა, ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარების პროგრამა, უსაფრთხო სისხლის პროგრამა. სრულად »

დაპირება #58: გაიზრდება მედპერსონალის ანაზღაურება

კომენტარი
სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას  საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე!ჯანდაცვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით გაიზრდება მედპერსონალის ანაზღაურება,კვალიფიციურ ექიმებს ექნებათ ღირსეული სამუშო ადგილი. სრულად »