2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

ენერგეტიკა

დაპირება #4: დაიწევს ფასი კომუნალურ გადასახადებზე

კომენტარი
მე გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას. მე გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს. სრულად »

დაპირება #5: გაზის საფასური შემცირდება 3-ჯერ

კომენტარი
ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ,,ტრუბა“ გადის ჩვენს ტეიროტიაზე. მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი.          სრულად »

დაპირება #6: ბენზინზე დაიკლებს ფასი

კომენტარი
ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ. სრულად »

დაპირება #84: მოსახლეობას გაზიფიცირებისთვის ერთჯერადი გადახდა არ მოუწევს, ეს თანხა რამდენიმე წელზე იქნება გაწერილი.

კომენტარი
მოსახლეობას გაზიფიცირებისთვის  ერთჯერადი გადასახადი 600 ლარი მოსთხოვეს, რის შემდეგაც 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 25 ლარის გადახდა მოუწევთ. სრულად »