2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

ეკონომიკა

დაპირება #7: ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური

კომენტარი
ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური. ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდეს. სრულად »

დაპირება# 8: წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გვქონდეს

კომენტარი
როგორც ვაცხადებდი არჩევნების პროცესში, მინიმუმ 60 ქარხანა წლის ბოლომდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ. რეგიონში ერთი ქარხანა მაინც, თბილისში არ ვიცი რამდენი მოუწევს. სრულად »

დაპირება #9: რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო

კომენტარი

გამარჯვებისთანავე, საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” განახორციელებს პროგრამას ღირსეული დასაქმება ყველას

სრულად »

დაპირება #14: ჩვენ მილიარდიან ინვესტიციას ჩავდებთ სოფლის მეურნეობაში

კომენტარი
ჩვენ მილიარდიან ინვესტიციას ჩავდებთ სოფლის მეურნეობაში, გავმართავთ წელში სოფლის მეურნეობას, დავიბრუნებთ როგორც შიდა ბაზარს, ასევე ჩვენს ტრადიციულ ბაზრებს. სრულად »

დაპირება #15: ერთმილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობაში

კომენტარი
1 მილიარდი არ იქნება ერთადერთი, ამით ვერ გამართავ ქართულ სოფელს, მას დასჭირდება შემდეგი დახმარება და ჩვენ გვაქვს ამის პროგრამა. სრულად »

დაპირება #18: ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონზე მეტი ჩაიდება

კომენტარი
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონზე მეტი ჩაიდება. აღდგება და შეიქმნება ახალი საწარმოები. სრულად »

დაპირება #29: დავიწყებთ ქართული სოფლისთვის საჭირო ინვენტარის წარმოებას

კომენტარი
ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რუსთაველი მეტალურგების, ინჟინრების, ქიმიკოსების მონაწილეობით დავიწყოთ ქართული სოფლისთვის მანქანა-დანადგარების, შხამ-ქიმიკატების, სარწყავი მილების და სხვა საჭირო ინვენტარის წარმოება. სრულად »

დაპირება #38: შეიქმნება მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ინსტიტუციები

კომენტარი
გამარჯვებისთანავე კოალიცია ”ქართული ოცნება იზრუნებს ბიზნესგარემოს გაჯანსაღებაზე. გამარტივდება საგადასახადო პროცედურები. შეიქმნება მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ინსტიტუციები. სრულად »

დაპირება #64: მოსახლეობას იპოთეკური სესხების პრობლემას მოვუგვარებთ

კომენტარი
ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. სრულად »

დაპირება #68 ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რუსეთის ბაზრის დაბრუნება

კომენტარი
მოდით, ვთქვათ სიმართლე: გვინდა, ფეხზე დადგეს სოფლის მეურნეობა? მაშინ ქართული პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე! სრულად »