2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

დასაქმება

დაპირება #2: თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაოს

კომენტარი
ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რისი გაკეთებაც შესაძლებელია. რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, რასაც გპირდებით ჩვენ და აუცილებლად შევძლებთ კიდეც.სრულად »

დაპირება #3: გამარჯვებისთანავე ღირსეული დასაქმება ყველას !

კომენტარი
ჩვენ ვიცით რეალურად როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება.ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა ხალხი ხელისუფლებას.   სრულად »

დაპირება# 8: წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გვქონდეს

კომენტარი
როგორც ვაცხადებდი არჩევნების პროცესში, მინიმუმ 60 ქარხანა წლის ბოლომდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ. რეგიონში ერთი ქარხანა მაინც, თბილისში არ ვიცი რამდენი მოუწევს. სრულად »

დაპირება #9: რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო

კომენტარი

გამარჯვებისთანავე, საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” განახორციელებს პროგრამას ღირსეული დასაქმება ყველას

სრულად »

დაპირება #37: საქართველოში მშენებლობა მასშტაბური გახდება

კომენტარი
ჩვენ ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ მშენებლობა საქართველოში არათუ გაჩერდება, არამედ უფრო მასშტაბური გახდება და გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდება. სრულად »

დაპირება # 62: პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება არ მოხდება

კომენტარი
მე არ ვაპირებ არავის დევნას პოლიტიკური ნიშნით - ერთადერთი მიზანი რაც მაქვს, არის ამ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით, უსისხლოდ! სრულად »

დაპირება #71 მეტალურგები მიიღებენ კუთვნილ ხელფასებს

კომენტარი
მე სიტყვას ვაძლევ ჩვენს მეტალურგებს, რომ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას და თქვენ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ხელფასებს! სრულად »