2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გასცა 84 დაპირება. ქვემოთ მოცემული ყველა დაპირება დასტურდება დოკუმენტურად.

განათლება

დაპირება #30 ყველა სოფელში აღდგება ბაგა-ბაღები და სკოლები

კომენტარი
სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება მაღალმთიანი რეგიონის მცირეკონტინგენტიანი სკოლები, ყველა სოფელში აღდგება ბაგა-ბაღები და სკოლები. სრულად »

დაპირება #31: ყველა სოფელში იქნება უფასო ბაგა-ბაღი

კომენტარი
ყველა სოფელში იქნება უფასო ბაგა-ბაღი, თანამედროვე სკოლა და სახელმძღვანელოების ნაწილი იქნება უფასო. ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. აქ არის ჩემი წინაპრების და ჩემი სახლი. სრულად »

დაპირება #33 ყველა სოფელში უნდა იყოს მინიმუმ დაწყებითი კლასის სკოლები

კომენტარი
დახურული სკოლების უნდა აღდგეს, ყველა სოფელში უნდა იყოს მინიმუმ დაწყებითი კლასის სკოლები იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ განათლებას აძლევს ჩვენს შვილებს, არამედ აკავებს მოსახლეობას რეგიონებში. სრულად »

დაპირება #34 ქუთაისში დავაფუძნებთ საუნივერსტეტო ქალაქს

კომენტარი
აქ, ქუთაისში, დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასრუქტურით, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორიც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს. სრულად »

დაპირება #35: ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისში

კომენტარი
მე 2008 წლიდან მოყოლებული პროექტს ვამუშავებ ტექნიკურ უნივერსიტეტზე და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ქუთაისში განხორციელდეს და მაღალი ტექნოლოგიების საწარმოებიც იქ დაფუძნდეს. სრულად »

დაპირება #36 რუსთავი შესაძლოა გახდეს პროფესიული განათლების ცენტრი

კომენტარი
რუსთავი შესაძლოა გახდეს პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდები არა მარტო თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ შესაბამის პრაქტიკასაც გაივლიან სხვადასხვა ტიპის საწარმოებში. სრულად »