როგორც იტყობინება  haqqin.az დასავლეთის მედიაზე დაყრდნობით,   აშშ-ს  წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა ტელეკომპანია Fox News აცნობა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალების მოცულობას ზრდის.

მაიკ როჯერსის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანთან პირდაპირი კავშირის დამყარების მიზნით, საქართველოსა და სომხეთში სახედრო ინტერვენციისათვის ემზადება.

“მათ სამხრეთ ოსეთში ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ამის მიზეზი კი არ არსებობს. ქართული არმია არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”, განაცხადა   წარმომადგენლობითიპალატის კომიტეტის თავმჯდომარემ.

როჯერს მიაჩნია, ის რომ რუსეთი ირანთან პირდაპირ კავშირებს ეძებს, ამაში გასაკვირი არაფერია. ორივე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების წინაშე აღმოჩნდა და რუსეთი მალე საკუთარ თავზე გამოცდის სანქციების გავლენას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ისედაც მუდმივად უზრუნველყოფს სამხრეთ სამხედრო ოლქს, რომელშიც შედის სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთები, თანამედროვე იარაღითა და ტექნიკით. ასე მაგალითად, მოსკოვმა ახლახანს სამხრეთ სამხედრო ოლქის საჯარისო შენაერთებს ახალი ბალისტიკური რაკეტები “ისკანდერი” გადასცა. გარდა ამისა, ამ ზონაში პასუხისმგებელი ჯარის შეიარაღებაშია რაკეტები «С-400», ტანკები «Т-90», თავდასხმის საჭიროებისათვის ყველაზე თანამედროვე ვერტმფრენები. სამხრეთ ოსეთში რუსეთს 30 ათასიანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს.

როჯერის ინფორმაციით, რუსეთს საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლია კონტროლის ქვეშ აიყვანოს ორი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა. თუმცა, სომხეთში სამხედრო ინტერვენცია საჭირო ნამდვილად არ იქნება, რადგანაც ის ისედაც რუსული სამხედრო ბაზების კონტროლის ქვეშაა. სხვა საქმეა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, რომლის დარჩენილი ტერიტორიების დაპყრობისათვის რუსეთს სულ რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.

ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვი აცხადებდა, რომ რუსეთი ყირიმით არ დაკმაყოფილდება, ხოლო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების მიტაცებით, მათ მოლდოვასდნესტრისპირეთის რეგიონს შეუერთებს. შემდეგ კი უკვე ბალტიისპირეთისკენ გადაინაცვლებს და ფინეთსაც მიადგება.ხოლო, სამხრეთ კავკასია რუსეთს ისედაც საკუთარ პროვინციად მიაჩნია, რომლის ხელში ჩაგდება მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.   05.04.14

მასალას haqqin.az აქვეყნებს.

წყარო: news.ge