“არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავრობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა – ერთმა პირმა”.

სახელმწიფო აუდიტის სამს­ა­ხუ­­რის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს­ თბილისის საკრებულოში 4 მი­­ლიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა, თუმცა, წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90% 2014 წლის 6 თვეშია გაცემული. აუდიტის სამსახურის განცხადებითვე, ზოგჯერ პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200-300%-ის ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარემ კი 2014 წლის 6 თვეში პრემიის სახით 40.7 ათასი ლარი აიღო. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ახალ­არჩეულ საკრებულოს თანამდებობის პირებს პრემიები არ მიუღიათ და დეკემბრიდან საკრებულო სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკაზე გადავიდა.

საკრებულოს წარმოდგენილი­ დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალ­ებას, გაირკვეს, რა დამსახურებისთვის გაიცემოდა პრემია და როგორ განისაზღვრებოდა თანხა. ანგარიშით ირკვევა, რომ პრემი­ები მიეცათ იმ თანამშრომლებს,­ რომლებიც იყვნენ შვებულებაში­ და ვერ შეძლებდნენ საერთო შედ­ეგში წვლილის შეტანას. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ამასთან, საკრებულოს კუთვ­ნილი­ ზოგიერთი ავტომანქანისთვის გაწე­რილი საწვავის ხარჯი 71-89%-ით აღემატება ექსპერტიზის დადგენილ ნორმებს.

დავით ზურაბიშვილი, საკრებ­ულოს წევრი: 
“არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავ­რობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა – ერთმა პირმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ საკრებულოში ფულად­ დახმარებებს­ გავცემთ! როდესაც ვსვამ კითხვას, რატომ იწერენ ამ ოდენობის პრემიებს, პასუხს ვერავინ მცემს. თავს იმართლებენ,­ სააკაშვილის დროსაც იგივე ხდებოდაო. სააკაშვილის­ დროს ავტორიტარული რეჟიმი იყო, მას ხალხის  აზრი არ აინტერესებდა, მთავარი იყო, აპარატი ჰყოლოდა მადლიერი. არ შეიძლება ავტორიტარული­ რეჟიმ­ისთვის დამახასიათებელი საპრემიო და სახელფასო ანაზღაურება გქონდეს. როდესაც პრემიებს­ იწერენ, ფიქრობენ, რომ ხალხი ამას ვერ გაიგებს. “ნაციონალური მოძრა­ობის” დროს საჯარო სტრუქტურებიდან ინფორმაცია არ გადიოდა. მას შემდეგ, რაც ვით­არება შეიცვალა, ხელისუფლება მუდმივად სკანდალში ეხვევა. თვითმმართველობის არჩევნ­ების წინ, როდესაც ამომრჩეველს ვხვდ­ებოდი, ყველა პრემიებზე წუხდა.­ ამის მოგვარება იოლად შეიძლება, მაგრამ რატომ­ღაც­ არ გვარდება! სახელისუფ­ლებო­ ვერტიკალში უმრავლესობას აქვს განცდა, რომ ის ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი არ არის. წინა ხელისუფლების დროს, მართალია, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდნენ, მაგრამ თანამდებობებზე მათი დამნიშვნელების ეშინოდათ. დღეს კი, კოალიციური­ მმართველობის პირობებში, ვიღაც პასუხისმგებლობას ერთი პარტიის წინ­აშე გრძნობს, მეორე – ზვიად ძიძიგურის, მესამე – ტყემალაძის, მეოთხე – უსუფაშვილის, პრობ­ლემა­ კი ვერ გვარდება და ვართ ასე შერცხვენილები და გალანძღულები. ”
წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”    05.10.15